14 ნოემბერი 2018,   05:24
ვრცლად
წელს შიდსის ვირუსით დაავადების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

წელს აივინფექციით დაავადების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. საგანგაშო ინფორმაციას შიდსის ცენტრი ავრცელებს. წელს იმუნოდეფიციტის ვირუსით დაინფიცირების 433 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ოფიციალური სტატისტიკით, სულ ქვეყანაში 7195 ადამიანი მკურნალობს, აქედან 106 ბავშვია. თუმცა, შიდსის ცენტრში ამბობენ, რომ მონაცემები არაზუსტია და მოსახლეობაში დაინფიცირებული მოქალაქე გაცილებით მეტია.

მედიცინის დოქტორის, მაია ცინცაძის, თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა, ვირუსი გაახალგაზრდავდა და 15-დან 25 წლამდე ასაკში დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა.

სპეციალისტების თქმით, აივვირუსის გადადება ყველაზე ხშირდა სქესობრივი აქტის დროს ხდება, დაინფიცირებულთა 55% სექსუალური კონტაქტის შედეგად დაავადდა, 40% კი ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია.

შიდსის ვირუსით ყოველწლიურად მსოფლიოში 1 მილიონ 300 ათასი ადამიანი იღუპება, ყოველდღიურად კი ათასობით ადამიანი ინფიცირდება.

ადრეულ ეტაპზე მკურნალობის დაწყება სისხლში ვირუსის გავრცელებას აჩერებს.  მედიკოსები მოსახლეობას გამოკვლევების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

 

 

 

 ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

 

ამავე თემაზე
დღის ამბები