25 სექტემბერი 2018,   01:56
ვრცლად
აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება - „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ სტუდენტები მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან. 800-მდე აბიტურიენტის მომავალი, რომლებმაც ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ არჩევანი სწორედ შავი ზღვის უნივერსიტეტზე გააკეთეს, ახლა უკვე ბუნდოვანია.

უმაღლეს სასწავლებელს ერთი წლით სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება აკრძალული აქვს. ოფიციალური განმარტებით, აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება სოლიდურ ჯარიმას უკავშირდება, რომელიც სასწავლებელს აქვს დაკისრებული.

უნივერსიტეტის სტუდენტები ამბობენ, რომ უმაღლესი სასწავლებლისთვის აკრძალვების დაწესება ხელისუფლების პოლიტიკური გეგმაა, რომელიც დემირელის კოლეჯის დახურვას უკავშირდება.

სამინისტროს წინ აქციაზე მისული სტუდენტებს განათლების მინისტრმა შეხვედრა სთხოვა, თუმცა, შეხვედრიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ მინისტრმა პასუხისმგებლობა თვიდან აირიდა

აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ სანიკიძემ, დაიცვა.

მისი განმარტებით, სტუდენტების მიღების ერთი წლით შეჩერების გადაწყვეტილების მიზეზი შავი ზღვის უნივერისტეტის მხრიდან დავალიანება და ფინანსური პრობლემები გახდა.

სასწავლებელში აკრედიტაციის საბჭოს გადაწვეტილებას "უსამართლოს" უწოდებენ და აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს სასწავლებელს მილიონამდე ფინანსური ჯარიმა დაეკისრა, რომელიც სასამართლო დავების შემდეგ 700 ათას ლარამდე შემცირდა, ეს თანხა კი ანგარიშზე უდევთ და გადახდა დღესაც შეუძლიათ, თუმცა, სამართლოს დასრულებას ელოდებიან.

ნაციონალური მოძრაობის წევრისა და შავი ზღვის უნივერსიტეტის ლექტორის, რომან გოცირიძის, ინფორმაციით, ხელისუფლება ცდილობს, სასწავლებელი მიზანმიმართულად გააკოტროს. მისი განცხადებით, გეგმის ნაწილია, რომ ეს უნივერსიტეტი გაასხვისონ.

დღის ამბები