19 სექტემბერი 2018,   07:12
ვრცლად
„ქართული ოცნების“ პიარს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ლაშა ნაცვლიშვილს აბარებენ

ქართული ოცნების პიარს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ლაშა ნაცვლიშვილს აბარებენ.

პროკურორის ყოფილი მოადგილე, პოსტ ტივის დამფუძნებელი და შევარდნაძის ხელისუფლების უშიშროების მინისტრის მოადგილე ახლა მმართველი პარტიის იმიჯზე იზრუნებს. არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ლაშა ნაცვლიშვილი სრულად იქნება პასუხისმგებელი ქართული ოცნების პიარზე.

ქართული ოცნების პიარის ჩაბარებას ნაცვლიშვილისთვის მიესალმება შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია. თუმცა ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

ლაშა ნაცვლიშვილის მიერ ქართული ოცნების პიარის ჩაბარებას უარყოფს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი.

„ბატონი ლაშა ნაცვლიშვილი არ არის ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. მეტსაც გეტყვით, პარტია ქართულ ოცნებას არა აქვს ასეთი სამსახური, არ არსებობს მის შემადგენლობაში კომუნიკაციების სამსახური, შესაბამისად, მისი ხელმძღვანელ ბატონი ლაშა ვერ იქნება. როგორც ვიცი, ბატონი ლაშა კონსულტანტის ფუნქციას ასრულებს პარტიაში,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, შალვა რამიშვილი ლაშა ნაცვლიშვილთან ერთად იმუშავებს ქართული ოცნების პიარსამსახურში. შალვა რამიშვილი ამბობს, რომ ნაცვლიშვილი მხოლოდ თანამშრომლობს მმართველი პარტიის პიარსამსახურთან.

 

 

დღის ამბები