15 ნოემბერი 2018,   05:57
ვრცლად
პრემიერი არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი დააყენოს

პრემიერმინისტრი არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი დააყენოს.

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან ცოტა ხნის წინ განცხადა.

მისი თქმით, ქართული ოცნება ელოდება, რომ ყველა კანდიდატი დასახელდეს და ამის შემდეგ მიიღებს მმართველი პარტია საკუთარ გადაწყვეტილებას. 

„ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, კანდიდატებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას. აღვნიშნეთ, რომ გუნდში მიმდინაორებს არა მხოლოდ კომუნიკაცია, არამედ დისკუსია ამ საკითხზეც. ქართული ოცნების ფილოსოფია გახლავთ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიისა და საპარლამენტო რესპუბლიკის მშენებლობა, აქედან გამომდინარე, ორივე პოზიციას პარტიაში აქვს თვისი არგუმენტები. ის, რომ ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში, შეიძლება, ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი იყოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არ მიიღოს მმართველმა ძალამ მონაწილება, თუმცა, ამასთან ერთად, მეორე მხრივ, არსებობს პოზიცია, რომ პარტია აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი თავისი კანდიდატით,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები