14 ნოემბერი 2018,   04:04
ვრცლად
მილიონობით ლარი სახელფასო დანამატებზე - აუდიტის სამსახური სახელმწიფო უწყებების მინიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

ერთი წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სამინისტროში მხოლოდ დანამატებზე 6 მილიონ 109 ათასი ლარი დაიხარჯა.

ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიშშია ნათქვამი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კახი კახიშვილის ყოფილ უწყებაში 2017 წელს ორმაგი და მეტი ოდენობის დანამატი სამინისტროში 175-ჯერ გაიცა.

6 ათას ლარზე მეტ დანამატს იღებდა ყოველთვიურად უწყების თითოეული მაღალჩინოსანი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პრემიის დანამატით ჩანაცვლების ტენდენცია თითქმის ყველა საჯარო უწყებაშია.

სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ კანონში არსებულ ხარვეზს მაღალჩინოსნები ბოროტად იყენებენ და ბიუჯეტის ხარჯზე ისინი მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს იღებენ.

აუდიტორებს კითხვები აქვთ  თამარ ჟვანიასთან. უწყებამ  2017 წლის ფინანსების შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ ცესკოს თავმჯდომარემ მილიონ 700 ათასი ლარი 210 თანამშრომელზე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 3-თვიან პერიოდში გადაანაწილა.

მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშიც მაღალჩინოსნების დანამატებზე.

ოპოზიცია ამბობს, რომ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და ე.წ ქამრების შემოჭერა მთავრობის ცრუ დაპირებაა. სინამდვილეში კი ირკვევა, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობის თვალის ასახვევად კანონით პრემიაზე უარი თქვა, თუმცა ამავე კანონით დაიტოვა უფლება განუსაზღვრელი რაოდენობის დანამატი ხელფასთან ერთად მიიღოს.

თუმცა “ქართული ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ რეფორმა, რომელიც მაღალჩინოსნების მიერ გადასახადების გადამხდელების ფულის რაციონალურ ხარჯვას ისახავს მიზნად, წარმატებულია.

აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტების ფინანსებიც შეამოწმა. ირკვევა, რომ დაუსაბუთებელი დანამატის გაცემის ტენდენცია რეგიონებშიც შეიმჩნევა.

დღის ამბები