19 სექტემბერი 2018,   06:45
ვრცლად
საქართველოს საკითხი მსოფლიო ლიდერების დღის წესრიგში აღარ დგას - ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს

აგვისტოს ომის ათი წლის თავზე საქართველოს საკითხი მსოფლიო ლიდერების დღის წესრიგში აღარ დგას - ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპის მსგავსად, ვლადიმერ პუტინთან საქართველოს დეოკუპაციის საკითხზე არც ანგელა მერკელმა ისაუბრა.

პუტინისა და მერკელის შეხვედრის შემდეგ მედიისთვის გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებში მხოლოდ სამი საკითხი ფიგურირებს გაზსადენი " ჩრდილოეთის ნაკადი 2," სირიაში შექმნილი ჰუმანიტარული ვითარება, ყირიმის ანექსია. ამ ინფორმაციის მიუხედავად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ კავკასიური ტურნეს დაწყებამდე 6 დღით ადრე მერკელი და პუტინი საქართველოს საკითხს გვერდს ვერ აუვლიდნენ.

პუტინი-ტრამპის შეხვედრის შემდეგ ეს უკვე მეორე მაღალი დონის მოლაპარაკებაა, რომლის დღის წესრიგში უკრაინაში რუსული ოკუპაციის გვერდით საქართველოს საკითხი ოფიციალურად ნახსენები არ იყო. აგვისტოს ომის 10 წლის თავზე მსოფლიო ლიდერების პასიურობისა და საერთაშორისო მოლაპარკებებიდან საქართველოს საკითხის გაქრობის გამო ოპოზიცია პასუხს ხელისუფლებას სთხოვს.

საერთაშორისო ურთიერთობებზე მომუშავე სპეციალისტები ამბობენ, რომ მთავარი არამხოლოდ მერკელის ვიზიტი, არამედ ის შედეგი იქნება, რომელიც ამ კავკასიურმა ტურნემ უნდა მოიტანოს.

ანგელა მერკელი თბილისში 23 აგვისტოს, 16:00 საათზე ჩამოვა. შეხვედრები ექნება, პრეზიდენტთან, პრემიერთან, ოპოზიციასთან და სტუდენტებთან. თბილისიდან გერმანიის კანცლერი ერევანში გაემგზავრება და სომხეთიდან კი აზერბაიჯანში გადაინაცვლებს.

დღის ამბები