15 ნოემბერი 2018,   05:34
ვრცლად
კატალონიაში პოლიციის განყოფილებას თავს დაესხნენ

კატალონიაში პოლიციის განყოფილებას თავს დაესხნენ. შემთხვევა ბარსელონის მახლობლად მდებარე ქალაქში მოხდა. შენობაში დანით შეირაღებული მამაკაცი შეიჭრა და ალაჰის სადიდებელ სიტყვებს ყვიროდა.

თავდამსხმელს მორიგე ოფიცერმა ესროლა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. თავდასხმის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.

თავდამსხმელი წარმოშობით ალჟირელი აღმოჩნდა, რომელიც წლებია ესპანეთში ცხოვრობს.

სამართალდამცველებმა უკვე გაჩხრიკეს მისი სახლი და ესპანელი მეგობარიც დაკითხეს, თუმცა მოტივი ამ დრომდე უცნობია.

მომხდარის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიციის განყოფილებებში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

დღის ამბები