25 სექტემბერი 2018,   00:53
ვრცლად
მერკელსა და პუტინს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

მეზებერგის რეზიდენციაში ამ წუთებში ანგელა მერკელსა და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ორი ქვეყნის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე პრესკონფერენცია გამართეს და აღნიშნეს, რომ პირისპირ შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებს და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ, მათ შორის საუბარი შეეხება უკრაინის კრიზისს, სირიას. ასევე განიხილება ჩრდილოეთ ნაკადის მშენებლობა.

მოსკოვში აცხადებენ, რომ შესაძლოა, ვლადიმერ პუტინმა გერმანელ კოლეგასთან ამერიკული სანქციების თემაზეც ილაპარაკოს, რამაც გერმანული კომპანიებიც დააზარალეს.

გერმანიაში ვლადიმერ პუტინი ავსტრიიდან ჩავიდა, სადაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილში იმყოფებოდა. რუსეთის ლიდერთან მეგობრობის გამო, ევროპარლამენტარმა ავსტრიელ მინისტრს გადადგომაც მოსთხოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები