14 ნოემბერი 2018,   04:59
ვრცლად
ბარსელონაში ისლამისტების სისხლიანი თავდასხმის შედეგად დაღუპულებს იხსენებენ

ბარსელონაში ისლამისტების სისხლიანი თავდასხმის შედეგად დაღუპულებს იხსენებენ. ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ტერორისტი გატაცებული მანქანით ბარსელონას საფეხმავლო ქუჩაზე შეიჭრა და ხალხს გადაუარა. მაშინ თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 14 კი დაშავდა.

იმ ადგილზე, სადაც ტრაგედია მოხდა, დაღუპულთა მემორიალი ააგეს. დღეს იქ გარდაცვლილთა ნათესავები და მოქალაქეები სანთლებით და ყვავილებით მიდიან.

დაზარალებულების ოჯახებმა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდეს, ცერემონიაზე არ ჩასულიყვნენ.

კატალონიის რეგიონის დამოუკიდებლობის გამო შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის გამო, მათ ცენტრალურ მოედანზე ბანერიც კი გადმოფინეს წარწერით "ესპანეთის მეფე კატალონიისთვის არასასურველი სტუმარია“.

დღის ამბები