22 აგვისტო 2018,   11:26
ვრცლად
არაგვის ხეობა სტიქიის განმეორების მოლოდინშია - საფრთხე 8 ოჯახს ემუქრება

არაგვის ხეობა სტიქიის განმეორების მოლოდინშია, 8 ოჯახი ამ დრომდე საფრთხის წინაშეა. ზემო მლეთაში ახლაც წვიმს. ამ წუთებში ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ისევ მიმდინარეობს, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.

გადაუღებელი წვიმის გამო ადიდებული არაგვს უკვე მეორე დღეა, ადგილობრივების მიწის ნაკვეთები მიაქვს და მათ საცხოვრებელს უახლოვდება.

ბუჩუკურების ოჯახის ხელისუფლებას გასახლებას სთხოვს და ამბობს, ყოველი წყალდიდობის დროს მათი სიცოცხლე საფრთხეშია.

ზემო მლეთაში ოჯახები, რომელსაც სტიქია ემუქრება სოციალურად დაუცველია. მათ არ აქვთ სახსრები საკუთარი ფულით სხვა საცხოვრებელი შეიძინონ, ამიტომ ხალხი იძულებულია ცხოვრება საშიშ ზონაში გააგრძელოს.

უკვე მეორე დღეა, მძიმე ტექნიკა მდინარე არაგვის ძველ კალაპოტში დაბრუნებას ცდილობს. გუშინ არაგვმა ახლადაშენებული ჯებირები გაანგრია და სასოფლო სამეურნეო სავარგულები დატბორა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სამუშაოები ორი წლის წინ უხარისხოდ შესრულდა და მოსახლეობა საფრთხის წინაშე კიდევ ერთხელ აღმოჩნდა.

80 000 ლარი, დუშეთის მერის ინფორმაციით, გამოყოფილია ზემო მლეთელების ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად.

სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დღეს ენმ-ის ლიდერი შეხვდა. ნიკა მელია ამბობს, რომ რვა ოჯახის რომელიც ზემო მლეთაში მდინარე არაგვის სანაპიროზე ცხოვრობს ხელისუფლების დაუდევრობის გამო საფრთხე ემუქრება.

წყალში გადაყრილ ფულს უწოდებს მესამე სექტორი მლეთაში, გაბიონების დამონტაჟებას. 

დღის ამბები