21 ოქტომბერი 2018,   13:11
ვრცლად
ბოლო 24 საათის განმავლობაში ლარი დრამატულად გაუფასურდა - ოპოზიცია შემოდგომიდან ფასების ზრდას არ გამორიცხავს

ბოლო 24 საათის განმავლობაში ლარი დრამატულად გაუფასურდა. კომერციულ ბანკებში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ 2 ლარი და 62 თეთრი შეადგინა, დაახლოებით, 12-14 თეთრით ძვირი, ვიდრე გუშინ.

ეროვნულმა ბანკმა დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2 ლარად 53 თეთრად შეაფასა და გაუფასურების 7 თეთრიანი ნიშნული დაადასტურა. ამ ოფიციალური გაცვლით კურსის მიუხედავად, კომერციულ ბანკებში დოლარი ისევ ორი ლარი და 62 თეთრი ღირს.

ლარის დრამატულ გაუფასურებას მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის უკავშირებს ოპოზიცია. ოპოზიცია შემოდგომაზე ფასების ზრდის საფრთხეს ხედავს. ამიტომ მთავრობას გამოსავალს სთავაზობს და გადასახადების დაწევას ითხოვს.

შვიდ თეთრიანი გაუფასურების მიუხედავად, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საგანგაშო არაფერი არ არის, ქვეყნის ეკონომიკაში ნეგატიური ტენდენციები არ შეიმჩნევა და ამ ეტაპზე პროცესებში ეროვნული ბანკის ჩარევის აუცილებლობასაც ვერ ხედავს. მთავრობა ეროვნული ვალუტის ერთ დღეში დრამატულ გაუფასურებას ტრადიციულად გარე ფაქტორებს აბრალებს.

ეკონომიკური სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ლარის გაუფასურება ნაწილობრივ მეზობელ ქვეყნებში ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ განაპირობა.

ეროვნულ ბანკს დღეს განცხადება არ გაუკეთებია. რა გათვლები აქვს ქვეყნის ცენტრალურ ბანკს და აპირებს თუ არა პროცესებში ჩარევას, უცნობია.

ამავე თემაზე
დღის ამბები