22 აგვისტო 2018,   11:25
ვრცლად
„სხდომაში, სადაც თქვენი პარტიული მამების მიწის ნაკვეთებზე, რაღაც ცვლილებას განიხილავთ, მონაწილეობას არ მივიღებ“ - ხაბეიშვილის პროტესტი საკრებულოში

თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ოპოზიციის ბოიკოტით დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა  სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. დღეს განსახილველ საკითხებს შორის ილია ჭავჭავაძის 80 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთისთვის სტატუსის ცვლილება იყო. ტერიტორია და მასზე არსებული შენობა  ინფრასტრუქტურის მინისტრის ოჯახის მაია ცქიტიშვილის საკუთრებაა. სწორედ ამ მიწის ნაკვეთისთვის სტატუსის ცვლილებას მოჰყვა ოპოზიციის პროტესტი.

„პარლამენტარების და მინისტრებს პრობლემას არ უნდა განვიხილავდეთ, პირად პრობლემებს, მიწის ნაკვეთებს და ქონებას. ეს არ უნდა იყოს პრიორიტეტი ყოველ შემთხვევაში თბილისის საკრებულოში. თბილისელების საჭიროებებზე ვიფიქროთ ჯობია. ამიტომ ამ საკრებულოს სხდომაში, სადაც თქვენ, თქვენი პარტიული მამების მიწის ნაკვეთებზე, რაღაც ზონალურ ცვლილებას განიხილავთ და ჩემს გარეშეც ამას აუცილებლად დაამტკიცებთ მონაწილეობას არ მივიღებ. ამიტომ პროტესტის ნიშნად დავტოვებ დარბაზს,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

საკრებულოს უმრავლესობამ კი ზონალური ცვლილება ოპოზიციის გარეშე დაამტკიცა. 

დღის ამბები