21 ოქტომბერი 2018,   13:03
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ ეკონომიკურ ომს არ წააგებს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯებ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ ეკონომიკურ ომს არ წააგებს.

განცხადება თურქეთის ლიდერმა ქალაქ ბაიბურთში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ერდოღანის თქმით, ეკონომიკურ თავდასხმებთან გასამკლავებლად საუკეთესო გზა წარმოებისა და ექსპორტის გაზრდა, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა.

შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების გამო ლირა რეკორდულად გაუფასურდა.

ერთ დღეში თურქეთის ეროვნული ვალუტის ფასი კიდევ 14 პროცენტით დაეცა, რაც ისტორიული მინიმუმია. ერთი დოლარის ღირებულება ამ დროისთვის 6 ლირას აჭარბებს. 

დღის ამბები