23 ოქტომბერი 2018,   11:42
ვრცლად
საქართველოს ეკონომიკაში რაიმე ნეგატიურ ტენდენციებთან ჩვენ ადგილი არ გვაქვს - რომან კაკულია ლარის გაუფასურებაზე საუბრობს

„საქართველოს ეკონომიკაში რაიმე ნეგატიურ ტენდენციებთან ჩვენ ადგილი არ გვაქვს,“ - ეს განცხადება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ გააკეთა.

მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ რეგიონში შექმნილი ვითარება ახდენს საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე გავლენას, როგორიცაა რუსეთში რუბლის, ხოლო  თურქეთში ლირის გაუფასურება.

„საქართველოს ეკონომიკაში რაიმე ნეგატიურ ტენდენციებთან ჩვენ ადგილი არ გვაქვს და პირიქით, დადებითი ტენდენციები შენარჩუნებული არის. მეორე, რაც აუცილებლად უნდა იქნას გასათვალისწინებელი, იმიტომ, რომ მოკლევადიან პერიოდში ჩვენ შეიძლება ეს გამოწვევად გვქონდეს, ეს ნამდვილად არის რეგიონში არსებული დევალვაციები იქაური ვალუტების,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

ლარის ღირებულება ორ დღეში თითქმის 7 პუნქტით დაეცა. სავალუტო ჯიხურებში ამ დროისთვის ერთი დოლარი 2.56 ლარი ღირს.

გაცილებით მაღალია დოლარის კურსი ლართან მიმართებაში კომერციულ ბანკებში. ერთი დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 2.62 ლარს აღწევს.

ლარი უფასურდება საერთაშორისო ბირჟებზეც. დღეს დილით ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ბლუმბერგის მონაცემებით 2.48 ლარი იყო, ამ დროის მონაცემებით კი 2.54-ია.

დღის ამბები