22 აგვისტო 2018,   11:24
ვრცლად
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა - სასამართლომ ბრალდებულს, გიორგი ჭანტურიას პატიმრობა შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულს, გიორგი ჭანტურიას პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც გიორგი ჭანტურიასთვის წინასწარ ორ თვიან პატიმრობას ითხოვდა.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ თუ გიორგი ჭანტურია თავისუფალი იქნებოდა, არსებობდა მიმალვის საფრთხე და ასევე, შეიძლებოდა, მას გამოძიებისთვის ხელი შეეშალა.

გიორგი ჭანტურიამ მოსამართლეს სთხოვა, რომ ის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა, რადგან მისი მხრიდან მიმალვის ან მოწმეზე ზემოქმედების საფრთხე არ არსებობდა.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ჭანტურიას წინააღმდეგ პროკურატურას რეალური მტკიცებულებები არ გააჩნია. დაცვის მხარემ სასამართლოს გიორგი ჭანტურიას 10 ათას ლარიანი გირაოს სახით გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.

ბრალდების მხარე ამბობს, რომ საქმეში ჭანტურიას წინააღმდეგ მოწმეთა ჩვენებების გარდა არსებობს აუდიო და ვიდეო მტკიცებულებებიც არსებობს.

თუმცა, დაცვის მხარე აცხადებს, რომ აუდიომასალები დამონტაჟებულია, მოწმეებმა ჩვენებები კი საგამოძიებო უწყებების თანამშრომლების მიერ განხორციელებული ზეწოლის შემდეგ შეცვალეს.

გამოძიება გიორგი ჭანტურიას განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე გენერალი სამსონ ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს.

დღის ამბები