23 ოქტომბერი 2018,   11:07
ვრცლად
BASSIANI საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით მოსკოვში დაგეგმილ ფესტივალზე აღარ დაუკრავს

„გულწრფელი საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით ჩვენმა გუნდმა მიიღო ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება, იმ ღონისძიების, რომელიც უნდობლობის გამო ანგარიშსწორებისა და დაპირისპირების იარაღად იქცა,“ - ამ განცხადებას კლუბი BASSIANI რუსეთში დაგეგმილი ვიზიტის ჩაშლის შესახებ აკეთებს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბი BASSIANI-ის რეზიდენტები 15 სექტემბერს მოსკოვში REDBULL MUSIC ACADEMY-ის ფესტივალის ფარგლებში დაუკრავდნენ.

თუმცა, სოციალურ ქსელში კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას კრიტიკა მოჰყვა. BASSIANI დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, რომ მოსკოვში დაგეგმილი ღონისძიება სწორედ საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით ჩაიშალა.

“თქვენ მოიგეთ ის ბრძოლა, რომელიც ჩვენ წავაგეთ. ამიტომ გვსურს თქვენი მოწვევა აქ” - მოგვწერეს ორგანიზატორებმა, რომლებიც არაერთხელ ყოფილან რუსეთისა და პუტინის რეპრესიული რეჟიმის მსხვერპლი. შეგახსენებთ, მოსკოვში არაერთი კლუბი დახურეს ზუსტად იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც სცადა BASSIANI-ის დახურვა ჩვენმა ხელისუფლებამ.

„ჩვენს გულწრფელ სურვილს მონაწილეობა მიგვეღო წინააღმდეგობრივი შინაარსის ღამეში, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ერთგული მხარდამჭერების, მეგობრებისა და საზოგადოების მხრიდან. ჩვენ სრულად ვიაზრებთ იმ გულისტკივილს, რაც თანამოქალაქეებმა გამოხატეს კლუბის მიმართ. ვიაზრებთ იმასაც, რომ ეს ღამე საქართველოს ისტორიისთვის უმძიმეს დროს, აგვისტოს ომის 10 წლისთავის დღეებში დაანონსდა, რამაც ცხადია გაამძაფრა მოქალაქეთა გულისტკენა. გულწრფელი საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით ჩვენმა გუნდმა მიიღო ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება, იმ ღონისძიების, რომელიც უნდობლობის გამო ანგარიშსწორებისა და დაპირისპირების იარაღად იქცა.

„ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ღამე არ იყო ჩაფიქრებული რიგით მუსიკალურ გასართობ ღამედ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მისი გაუქმების გადაწყვეტილება არის არა უკან დახევა ან ეჭვის შეტანა საკუთარი ქმედების ლეგიტიმურობაში, არამედ საპროტესტო ფორმის ცვლილება. ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ფესტივალში მონაწილეობითაც და მისი გაუქმებითაც იყო, არის და იქნება საერთაშორისო სცენაზე ჩვენი პროტესტისა და სათქმელის გატანა,“ - აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები