22 აგვისტო 2018,   11:25
ვრცლად
თალიბების შეტევა ავღანეთის სტრატეგიულ ქალაქზე - არიან დაჭრილები და დაღუპულები

თალიბების შეტევა ავღანეთის სტრატეგიულ ქალაქზე. დაჯგუფების მებრძოლებმა კოორდინირებული იერიში ღაზნის პროვინციის დედაქალაქზე დღეს გამთენიას წამოიწყეს.

მებრძოლებმა ქალაქს ოთხი მხრიდან შეუტიეს და მისი ნაწილიც დაიკავეს, თუმცა სამთავრობო ძალების საპასუხო იერიშის შემდეგ კვლავ უკან დაიხიეს.

გავრცელებული ცნობით, შეტაკების შედეგად თალიბანის 30 მებრძოლი მოკლეს, დაიღუპა ერთი ავღანელი სამხედროც.

20-მდე დაშავებულს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან, რადგან შეტევის დროს საცხოვრებელი სახლებიც დაზიანდა.

ქალაქში სროლის ხმა ამ დრომდე ისმის, რეგიონში ხელისუფლებამ სპეცდანიშნულების რაზმი გაგზავნა. 

დღის ამბები