22 აგვისტო 2018,   11:26
ვრცლად
სტიქია მლეთაში - დატბორვის საფრთხის მიუხედავად ადგილობრივები სახლების დატოვებაზე უარს ამბობენ

მლეთაში 8 ოჯახის დატბორვის საფრთხე აღარ არსებობს. გაფრთხილების მიუხედავად, მათგან არც ერთმა სახლები გვიან ღამით არ დატოვა. უხვი ნალექის გამო მდინარე არაგვი ადიდდა. მოსახლეობის უსაფრთხოების გამო მიღებული იქნა ევაკუაციის გადაწყვეტილება, თუმცა მოსახლეობას სახლების დატოვება არ ისურვა.

ამ დროისთვის არაგვზე წყლის დონემ დაიწია და საცხოვრებელ სახლებში წყლის შევარდნის საფრთხე არ არსებობს. თუმცა სინოპტიკოსები არაგვის ხეობაში კვლავ წვიმას პროგნოზირებენ.

არაგვის ხეობაში გაწმენდითი სამუშაოები  დილიდან მიმდინარეობს. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. ამ დროისთვის მოხერხდა მდინარე არაგვისთვის კალაპოტის შეცვლა. 

სტიქიის ზონაში მცხოვრები 8 ოჯახი აცხადებს, რომ უხვი ნალექის გამო ისინი მუდმივად საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ადგილობრივები ხელისუფლებას ალტერნატიული ფართის გამოყოფას ამ დრომდე უშედეგოდ სთხოვენ. 

დღის ამბები