21 ოქტომბერი 2018,   12:00
ვრცლად
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე - სასამართლო გიორგი ჭანტურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს გიორგი ჭანტურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის სავარაუდოდ პატიმრობას მოითხოვს.

ყოფილ პროკურორს გენერალ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წაუყენეს ბრალი.

"კურიერმა" გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის მთავარი მტკიცებულება მოიპოვა. ეს არის გიორგი ჭანტურიას დის მანქანიდან ამოღებული აუდიო ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც ორი დღის წინ ყოფილი პროკურორი დააკავეს.

ჩანაწერში, მარიამ ჭანტურია ძმის და საეჭვო ნივთის შესახებ საუბრობს, რომელიც მათ სახლში ინახებოდა. ბრალდებულის ოჯახი და უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ჩანაწერი ფალსიფიცირებულია და პროკურატურა მტკიცებულებების გაყალბებას ცდილობს. 

„დაცვის მხარეს ექნება პოზიცია, რომელსაც იმედი მაქვს, რომ გაიზიარებს სასამართლო და აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრს  ფორმას პატიმრობას არ გამოიყენებს. საქმე აბსოლუტურად არის შეკერილი. არანაირი ფაქტობრივი გარემოებები არ არის საქმეში რომ ჩვენ თუნდაც რომ ვივარაუდოთ , რომ გიორგი ჭანტურიამ საქმეში რაიმე ფორმით მონაწილეობა მიიღო,“-განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ

დღის ამბები