21 ოქტომბერი 2018,   12:01
ვრცლად
ქუთაისში მაშველებმა კაცი დახრჩობას გადაარჩინეს

ქუთაისში, მდინარე რიონში მაშველებმა კაცი დახრჩობას გადაარჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლის მამაკაცი წითელი ხიდიდან გადახტა.

ის მოქალაქეებმა თეთრ ხიდთან შენიშნეს და მის გადარჩენას შეეცადნენ. მაშველები მდინარეში ნავით შეცურდნენ და მამაკაცი ნაპირზე გამოიყვანეს.

დღის ამბები