22 აგვისტო 2018,   11:25
ვრცლად
იაპონიაში რეკორდული სიცხეებია - მაღალი ტემპერატურის შედეგად დაღუპა 30 ადამიანი

გადაუღებელი წვიმებისა და წყალდიდობის შემდეგ, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, იაპონია მორიგ სტიქიას ებრძვის.

ქვეყანაში ახლა რეკორდული სიცხეებია. ჰაერის ტემპერატურამ ცენტრალურ რეგიონებში 40 გრადუსს გადააჭარბა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მაღალი ტემპერატურის შედეგად არის მსხვერპლიც. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, გაუსაძლისი სიცხის შედეგად, იაპონიაში 30-მდე ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათასს კი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ხელისუფლება მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისა და დიდი რაოდენობით წყლის მიღებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები