23 ოქტომბერი 2018,   10:58
ვრცლად
მარგველაშვილი კომიკურ სიტუაციაში იგდებს თავს - მდინარაძე პრეზიდენტს აკრიტიკებს

„რეალურად, ის თავს, სამწუხაროდ, კომიკურ სიტუაციებში იგდებს ასეთი განცხადებებით,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მამუკა მდინარაძე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის განცხადებას  ეხმაურება, სადაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მის გადაწყვეტილებას ელოდება.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, თუ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, მაშინ „ქართულ ოცნებას“ გაცილებით ძლიერი კანდიდატის დასახელება მოუწევს.

მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს ამ განცხადების გამო აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მან იმიტომ გაიმარჯვა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ სახელით მონაწილეობდა.

„რეალურად, მას რომ არა „ქართული ოცნება,“ ექნებოდა ძალიან დაბალი რეიტინგი და მისი შანსები იქნებოდა ძალიან დაბალი, სწორედ იმიტომ გაიმარჯვა მან საპრეზიდენტო არჩვენებში, რომ იყო „ქართული ოცნების“ კანდიდატი და ამ დროს კომიკური სიტუაციაა და შეიძლება გავიხუმროთ კიდევაც, რომ ბოლო დღეს რომ დავასახელოთ, ბოლო მომენტში ჩვენი კანდიდატი, მაშინ რა უნდა ქნას, ანუ არ იყრის საერთოდ კენჭს, ასე გამოდის. რეალურად, ის თავს, სამწუხაროდ, კომიკურ სიტუაციებში იგდებს ასეთი განცხადებებით,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები