23 ოქტომბერი 2018,   12:03
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე და ჰესების მშენებლობა - პანკისის მოსახლეობა ქუჩაში ორი მთავარი მოთხოვნით გავიდა 

პანკისის ხეობის მოსახლეობა მათი დევნის და რეპრესიების შეწყვეტის მოთხოვნით დღეს ქუჩაში გამოვიდა. რიგითმა მოქალაქეებმა და უხუცესების ნაწილმა პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დიპლომატებსა და სახალხო დამცველს მიმართეს. პანკისელები ამბობენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოუძიებლობამ მათ ხელისუფლების მიმართ ნდობა დააკარგვინა. აქციის მონაწილეებმა დღეს ხელისუფლებას წითელი ბარათი უჩვენეს და უთხრეს, რომ მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება ხეობის ღირსების საქმეა.

მიმართვას პანკისის ხეობის მოსახლეობის სახელით ხელს 3000-მდე ადამიანი აწერს. აქციაზე შეკრებილებმა კი ქუჩაში გამოსვლამდე რეპრესიების ერთი ტალღა საკუთარ თავზე განიცადეს. ის ვინც დღეს ქუჩაში აპირებდა გამოსვლას გუშინ თელავის პოლიციის შენობაში დაიბარეს და აიძულებდნენ საჯარო პროტესტი არ გამოეთქვათ.

კიდევ ერთი პრობლემა რამაც დღეს პანკისის ხეობის მოსახლეობა ქუჩაში გამოიყვანა. ჰესების მშენებლობაა. ადგილობრივი მოსახლეობა ახალ პროექტს ეწინააღმდეგება.

მოსახელეობა ამბობს, რომ თუ ჰესების მშენებლობის პროცესს ვერ შეაჩერებენ, მაშინ რეგიონს ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება.  

პანკისის ხეობაში შეკრებას დღეს უხუცესთა ნაწილი არ ესწრებოდა, ხეობაში „კურიერს“ უთხრეს, რომ ისინი პოლიციამ გადაიბირა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები