21 ოქტომბერი 2018,   12:45
ვრცლად
ტექდათვალიერების პროცესში არსებულ ხარვეზებზე ავტომობილების ინსპექტორების ასოციაციის ხელმძღვანელი და იურისტი საუბრობენ

ავტომობილების ინსპექტორების ასოციაციის ხელმძღვანელი და იურისტი ტექდათვალიერების პროცესში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ.

ლევან ალაფიშვილი და ვაჟა იორდანიშვილი აცხადებენ, რომ ხელისუფლება ტექდათვალიერების რეფორმას და ავტომობილების ინსპექტირებას მოუმზადებელი ხვდება, რამაც შესაძლოა, რეფორმის ჩავარდნა გამოიწვიოს.

მათი განცხადებით, თუ პროცესი კანონის სრული სიზუსტით არ ჩატარდება, ეს საზოგადოებას და ბიზნეს სექტორს პრობლემებს შეუქმნის.

„ამ სფეროში რეფორმის ჩავარდნა თითოეული ჩვენი მოქალაქის წარუმატებლობა იქნება, რადგან ეს იქნება წარუმატებელი ნაბიჯი ევროასოცირების გზაზე, ჩვენი ევროპულ ოჯახში დაფუძნების გზაზე,“ - განაცხადა ალაფიშვილმა.

დღის ამბები