19 სექტემბერი 2018,   22:11
ვრცლად
"უხერხულობა გვაქვს საზოგადოებასთან, რომ ვერ გავახმოვანებთ სახელებს და გვარებს" - მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერი ხვალ დაასახელებს

მთავრობის ახალა შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია. ახალი სახეები მამუკა ბახტაძემ მმართველ გუნდთან „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე შეათანხმა. მთავრობის ახალ შემადგენლობას კი პრემიერი ხვალ დაასახელებს.

პრემიერ- მინისტრმა „ქართული ოცნების“ ოფისი უკომენტაროდ დატოვა. მმართველი გუნდის წევრები კი აცხადებენ, რომ მათთვის ყველა კანდიდატი მისაღებია და მთავრობის ახალ შემადგენლობას ექნება მხარდაჭერა.

„დღეს პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა მინისტრობის კანდიდატები  განახლებულ მინისტრთა კაბინეტში, რომელსაც ხვალ დილით დაგეგმილ ბრიფინგზე ოფიციალურად გაახმოვანებს. დაისვა მრავალი კითხვა თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით და ყველა კითხვაზე პრემიერმა გასცა ამომწურავი პასუხი. უმრავლესობამ საბოლოო ჯამში დაუდასტურა პრემიერს განახლებული შემადგენლობა. ერთადერთი უხერხულობა გვაქვს თქვენთან და საზოგადოებასთან, რომ დღეს ჩვენ ვერ გავახმოვანებთ ისევ სახელებს და გვარებს იმიტომ რომ ეს არის პრემიერის პრეროგატივა,“-განაცხადა მამუკა მდინარაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები