21 ივლისი 2018,   21:11
ვრცლად
მკაცრი მითითება რუსეთს და მორიგი მხარდაჭერა საქართველოს - ნატოს კომუნიკეში საქართველო 18 -ჯერ არის ნახსენები

მკაცრი მითითება რუსეთს და მორიგი მხარდაჭერა საქართველოს - ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ლიდერები შეთანხმდნენ დოკუმენტზე, რომელიც კრემლისგან ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს.

გარდა ამისა, ნატოს ბრუსელის სამიტის საერთო კომუნიკეში საქართველო 18 ჯერ არის ნახსენები. 79 პუნქტიან დეკლარაციაში წერია, რომ ნატო ბუქარესტში 10 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება და საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, თუმცა დაკონკრეტებულია, რომ ამისთვის ქვეყანამ მაპი უნდა მიიღოს.

კომუნიკეს მიღების შემდეგ მედიისთვის განმარტებები იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები.

ქართული მხარე ბრიუსელის სამიტში აქტიურად ხვალიდან ჩაერთვება, თუმცა ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ შემუშავებულ ერთობლივ დეკლარაციას უკვე მოჰყვა რეაქცია თბილისიდან ჩასული დელეგაციის მხრიდან. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ყურადღებას კომუნიკეს იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც რუსეთმა ნატოსგან კონკრეტული მითითებები მიიღო. კერძოდ,  ჯარების გაყვანისა და ცხინვალის და აფხაზეთის აღიარების გაუქმების შესახებ.

წელს პირველად 29 ქვეყნის ლიდერებთან ერთად საბჭოს მუშაობაში საქართველოს პრეზიდენტიც ჩაერთვება.

მსოფლიოს ლიდერთა დღის წესრიგის პარალელურად ბრიუსელის სამიტზე სხვადასხვა ფორუმები იმართება სადაც მსჯელობა რუსულ პროპაგანდასა და მედიის თავისუფლებაზე მიმდინარეობს. სწორედ ამ კონტექსტში ნატოს შტაბბინაში სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" მიიწვიეს, როგორც ყველაზე მსხვილი პროდასავლური ქართული არხი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები