21 ივლისი 2018,   21:21
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს" - პრემიერი ხადაში მომხდარ სასტიკ მკვლელობას ეხმაურება

ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ მკვლელობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. მამუკა ბახტაძემ განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. 

პრემიერ-მინისტრმა მოკლული სმიტების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.

„დღევანდელი ბრიფინგი უნდა დავიწყო ამბით, რომელმაც შეძრა საქართველო. სმიტების ოჯახი რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა და აკეთებდა უამრავ კარგ საქმეს ჩვენი საზოგადოებისთვის

გახდა შემზარავი სისასტიკის მსხვერპლი. მინდა გამოვხატო უდიდესი მწუხარება ამ შემზარავი ფაქტის გამო და მივუსამძიმრო სმიტების ოჯახის ახლობლებსა და მეგობრებს.

დარწმუნებული ვარ, დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს მართლმსაჯულებისა და საზოგადოების წინაშე“- განაცხადა ბახტაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები