22 სექტემბერი 2018,   12:05
ვრცლად
„საქართველო უახლოვდება ნატოს წევრობას, მაგრამ გვაქვს პრობლემებიც,"- პაულო ალი

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა ოფიციალურად საათნახევარში გაიხსნება, რომლის მონაწილეებსაც სიტყვით ალიანსის გენერალური მდივანი და ბელგიის პრემიერი მიმართავენ. მიმართვის შემდეგ, უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას, დახურულ კარს მიღმა განაგრძობენ. ერთ-ერთი მთავარი თემა თავდაცვითი ხარჯები იქნება, რაზეც სამიტის დაწყებამდე მწვავე განცხადებები  დონალდ ტრამპმა გააკეთა. საქართველოსთან დაკავშირებით, ნატოს სამიტის ფარგლებში განცხადებები ხვალ გაკეთდება.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ, საქართველოს მოლოდინებზე განცხადება გააკეთა და გამოყო საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ნატოს წევრობის გზაზე, თუმცა აღნიშნავს არსებულ პრობლემებსაც. მისი თქმით, საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის საჭიროა მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან პოლიტიკური კონსესუსი.

„საქართველო უახლოვდება ნატოს წევრობას, მაგრამ გვაქვს პრობლემებიც. დარწმუნებული ვარ, რომ სამიტზე აღიარებენ თქვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს, პოლიტიკური კონსენსუსი უმრავლესობას შორის არსებობს, მაგრამ ბევრს აღელვებს ის რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ორი რეგიონი, ეს მათთვის პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური კუთხითაც, ვითარება რთულია, მაგრამ აუცილებლად შეიცვლება პოზიტიური მიმართულებით,“- განაცხადა პაოლო ალიმ.

 

დღის ამბები