22 ივლისი 2018,   22:24
ვრცლად
მესტიაში, 25 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

მესტიაში მომხდარი მკვლელობის შესახებ შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 11 ივლისს, ღამით, მესტიის რაიონული საავადმყოფოდან პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით 1993 წელს დაბადებული ლ.ფ. შეიყვანეს.

დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში ლ.ფ. გარდაიცვალა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს, მესტიაში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ლ.ფ.-ს და მის ორ მეგობარს დაუდგენელმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ კი ლ.ფ. ცივი იარაღით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

"მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”-ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები