21 ივლისი 2018,   21:24
ვრცლად
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის განცხადებით, ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში დაკავებულის მიმალვის რისკი არსებობდა. 

მოსამართლის განმარტებითვე, მალხაზ კობაურის მიმართ პატიმრობის გარდა, სხვა მსუბუქი სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელი იყო.

მანამდე კი ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა მწყემსმა მცხეთის სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ისაუბრა.

მალხაზ კობაური ამბობს, რომ მას ტურისტები არ მოუკლავს, გარდა ამისა, მწყემსის თქმით, ადგილზე გარდა სმიტების ოჯახისა კიდევ ორი უცხოელი მამაკაცი იმყოფებოდა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები