22 სექტემბერი 2018,   11:51
ვრცლად
საბერძნეთი ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებს

საბერძნეთი ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებს. დიპლომატიური სკანდალის მიზეზად ათენში ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საზიანო ქმედებებს ასახელებენ.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, რუსი დიპლომატები გარკვეული სახის ინფორმაციის მოპოვებასა და ბერძენი მაღალჩინოსნების მოსყიდვას ცდილობდნენ.

პირველ ეტაპზე საბერძნეთის მთავრობამ ქვეყნის დატოვება ორ რუს დიპლომატს მოსთხოვა, უახლოეს დღეებში კი შესაბამისი მოთხოვნა რუსეთის დიპლომატიური მისიის კიდევ 2 თანამშრომელს გადაეგზავნება.

ცნობილია, რომ მოსკოვი ათენს ანალოგიური ზომებით უპასუხებს.

დღის ამბები