21 ივლისი 2018,   21:16
ვრცლად
17 ივლისს უნდა შევიდე ისევ პროკურატურაში და უნდა წარმომიდგინონ, რა გააკეთეს - ზაზა სარალიძე

„ჩემი შვილის მკვლელები გარეთ დადიან და ზვიად კუპრავას ედავებიან, სხვისი თეფშიდან დაიწყო ჭამას,“ - ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, ზვიად კუპრავას საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

ზაზა სარალიძის თქმით, ბრალდების მხარის არგუმენტი უსაფუძვლოა, როდესაც აცხადებენ, რომ კუპრავამ დროის გაყვანის მიზნით, სხვისი თეფშიდან დაიწყო ჭამა და ამის გამო მას ბრალი დაუმძიმეს. გამოძიება ზვიად კუპრავას სასამართლოს უპატივცემულობას ედავება.

„ერთადერთი მიზანი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ზვიად კუპრავა ჩამოაშორონ ამ აქტიურ მსვლელობას, რაზეც ჩვენ ვიბრძვით. ჩვენ ვიბრძვით მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობის აღსადგენად,“ - განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის განცხადებით, კუპრავას საქმე პროკურატურის საქმიანობის კიდევ ერთი ჩავარდნა იყო.

„ეს იყო უდიდესი ჩავარდნა კიდევ პროკურატურის. ჩემი შვილის საქმეზე ხომ ჩავარდა და ჩავარდა და საერთოდ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, გუშინ, როდესაც პროკურორი აყალიბებდა ზვიად კუპრავას ბრალდებას, სასაცილო იყო ყველაფერი,“ - განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით არჩევანის ეთერში საუბრობს და აცხადებს, რომ 17 ივლისს ხორავას ქუჩის საქმეზე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

„სამშაბათს, 17 ივლისს, უნდა შევიდე ისევ პროკურატურაში და უნდა წარმომიდგინონ, რა გააკეთეს, ან მანამდე საზოგადოება თვითონ დაინახავს, რა გააკეთეს. ეს არის ბოლო დღე,“ - განაცხადა სარალიძემ.

დღის ამბები