14 ნოემბერი 2018,   10:58
ვრცლად
სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობა ხადას ხეობაში - „კურიერმა“ საქმის ახალი გარემოებები გაარკვია

კურიერმა ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის საქმის ახალი გარემოებები გაარკვია. ადგილობრივები ყვებიან, რომ თავდაპირველად პოლიციას სასტიკ მკვლელობაში სხვა ბრალდებული ჰყავდა - სოფელ წკერეს მცხოვრები გელა ზაქაიძე დაკითხვაზეც გადაიყვანეს და მისგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვდნენ. ზაქაიძე იყო ერთ-ერთი ბოლო, რომელმაც ამერიკის მოქალაქეები ხეობაში ნახა.

ამერიკის სამი მოქალაქის მკვლელობის საქმეზე პოლიციას ამ დრომდე მხოლოდ ერთი ბრალდებული ჰყავს. 20 წლის მალხაზ კობაური ხვალ სასამართლო პროცესზე მკვლელობის დეტალებს მოყვება.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მომხდარის განსხვავებული ვერსია აქვს და გამოძიების ნაამბობს არ ეთანხმება, რომ მან ჯერ რაინ სმიტი მოკლა, შემდეგ ლორა სმიტზე ძალადობა სცადა და ბოლოს მათ 4 წლის შვილს ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. შესაძლოა, მკვლელობაში მონაწილეების ან დანაშაულის დაფარვის გამო, გამოძიება სხვებითაც დაინტერესდეს.

20 წლის მალხაზ კობაურს გამომძიებლებმა ბრალი დღეს მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში წაუყენეს.

დადგენილებაში წერია, რომ გამოძიება დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განძრახ მკვლელობას და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის ასევე დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას ედავება.

ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა საქმეზე ერთადერთი დაკავებულის ოჯახი. მალხაზ კობაურის დედის მტკიცებით, სასტიკი მკვლელობის უკან სხვა პირები დგანან.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები