14 ნოემბერი 2018,   10:50
ვრცლად
BEKO-ს გაქურდვის მორიგი ფაქტი - მოზარდებმა, რომლებმაც მაღაზია გაქურდეს, "რუსთავი2"-ს მოსწერეს, რომ მათ პოლიცია ვერ დასჯის

მორიგი ქურდობა არასრულწლოვანების მონაწილეობით - ამჯერად მოზარდების სამიზნე BEKO-ს ერთ-ერთი მაღაზია გახდა. 4 არასრულწლოვანმა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიის ვიტრინა დილის 6 საათზე ჩაამსხვრია და 24 მობილური ტელეფონი წაიღეს. ქურდობისთვის მათ სულ 15 წამი დასჭირდათ.

ეს BEKO-ს მაღაზიების გაქურდვის მესამე შემთხვევაა. ზარალი ათასობით ლარია, თუმცა, პოლიცია თავდამსხმელებს ვერ აკავებს. ყველა 12 წლამდე ასაკისაა, კანონი კი პოლიციას არასრულწლოვანების დაკავების უფლებას არ აძლევს.

ბიზნესმენები კანონის გადახედვას მოითხოვენ.

ის, რომ მაღაზიებს ძარცვავენ, ამას თავად არასრულწლოვნები აღიარებენ. დღეს კურიერი  ასაჯაროებს რუსთავი2-ის ვებპორტალის რედაქტორებისა და ერთ-ერთი თავდამსხმელის მიმოწერას.

სოციალურ ქსელში დავით ბ.-ს სახელით რეგისტრირებული მომხმარებელი კავშირზე მას შემდეგ გამოვიდა, რაც რუსთავი2-მა ვაჟა-ფშაველას გამზირზე  BEKO-ს მაღაზიაზე თავდასხმის კადრები გაასაჯაროვა. დავით ბ. წერს, რომ ისინი არასრულწლოვანები არიან, ამიტომ პოლიცია ვერ დააკავებს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული კი არაძალადობრივია და ამიტომ ძარცვაში პრობლემას ვერ ხედავს. 

დღის ამბები