21 ივლისი 2018,   20:58
ვრცლად
აყრილი იატაკი, ელექტრო და გათბობის გაყვანილობა გერგეთში - რემონტი 600 წლის ტაძარში 

თანამედროვე კერამიკულ ფილები, გათბობის მილები და ელექტრო ბურღით დახვრეტილი კედლები - სარემონტო სამუშაოები გერგეთის სამებაში.

ტაძრის ტერიტორიაზე 2004 წელს დაგებული ფილები აიღეს, დარჩენილი მიწის საფარი გაასუფთავეს და გამათბობლის მილები დაამონტაჟეს. სამუშაოების პროცესში ტაძარი რამდენიმე დღით დაკეტილი იყო. ახლა მრავალსაუკუნოვანი ძეგლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ბეტონითაა დაფარული. თუმცა, სასულიერო პირის ინფორმაციით, იატაკი ბუნებრივად მოპოვებული დამუშავებული ბოდბის ქვით მოპირკეთდება.

ტაძარში გამათბობლის დაყენების მოთხოვნით წინამღძვარმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს აპრილში მიმართა. აყრილი იატაკის მოპირკეთება კი თანამედროვე ქვით მოხდება. სააგენტოს წარმომადგენლები ამაში პრობლემას ვერ ხედავენ და ამტკიცებენ, რომ სამუშაოები ტაძართან შესაბამისობაში მოდის.

გერგეთის სამებაში მიმდინარე სამუშაოებს საგანგაშოდ მიიჩნევენ სპეციალისტები. ძეგლთა დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი შიშობს, რომ გამათბობლის მონტაჟი და იატაკის მოპირკეთების პროცესი 14 საუკუნის ძეგლს დააზიანებს. 

გერგეთის სამებაზე ბოლო წლებში აქტიური მშენებლობები მიმდინარეობს.

ავტორი: თაკო სურგულაძე 

დღის ამბები