14 ნოემბერი 2018,   10:44
ვრცლად
კომპანია „სვეტის“ სათაო ოფისი პარალიზებულია - დაზარალებული მენაშენეები შენობაში რჩებიან და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ

დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მენაშენეები კომპანიის სათაო ოფისში დღის ოთხ საათზე შეიჭრნენ და სამუშაო პროცესი ამ დრომდე პარალიზებულია. დაზარალებულები იმ მშენებლობების დასრულებას ითხოვენ, რაშიც ფული გადაიხადეს, თუმცა ბინები ამ დრომდე არ მიუღიათ. 

მენაშენეები ამტკიცებენ, რომ „სვეტის“ მენეჯმენტმა, ჯამში, 300 მილიონ ლარამდე გაფლანგა და ხალხი უბინაოდ დატოვა.

„სვეტის“ სათაო ოფისში შეჭრილ დაზარალებულებთან დღეს კომპანიის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი გამოჩნდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს დაზარალებულმა არ მოუსმინეს და ხელმძღვანელებთან შეხვედრა მოითხოვეს. თემურ კენკებაშვილმა მენაშენეებს დრო ორშაბათამდე სთხოვა.

„სვეტის“ სათაო ოფისის დაკავებამდე სამშენებლო კომპანიის დაზარალებული მენაშენეებმა საქმის წარმოების დაწყება კომპანიის დირექტორების ფინანსურ დარღვევებზე მთავარ საგამოძიებო ორგანოს მოსთხოვეს. პროკურატურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მათ განუმარტა, რომ სამართალწარმოებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანო აწარმოებს.

კომპანია "სვეტის" ადმინისტრაცია, თბილისის ოფისთან მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ბათუმიდან ადევნებს. დირექტორი კომპანიაში არსებულ კრიზისს ადასტურებს და მისი თქმით, მენაშენეების მხრიდან მოყვანილი ციფრები არარეალურია. თორნიკე ჯანელიძე ვარაუდობს, რომ ივნისის ბოლოს შეჩერებული მშენებლობები ეტაპობრივად განახლდება.

დეველოპერული კომპანია „სვეტის“ ბალანსზე დედაქალაქში ოთხი, ბათუმში კი ერთი დაუსრულებელი მშენებლობაა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები