22 სექტემბერი 2018,   12:02
ვრცლად
„ადვოკატმა თქვა, რომ 5 წელი შეიძლება იყოს სასჯელის ვადა" - აშშ-ში დაკავებული ქართველი მოკრივე განაჩენს ელოდება 

ქართველი მოკრივის, ზედმეტასახელად ”ჩაქუჩას”, სასამართლო პროცესი ამერიკაში - ნაფიცმა მსაჯულებმა ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს. სასჯელის ზომას სასამართლო 21 სექტემბერს გამოაცხადებს. მას ბრალი რუსული კრიმინალური დაჯგუფების წევრობაში ედება.

ნიუ-იორკში გამართულ სასამართლო პროცესებს ესწრებოდა მისი მეგობარი, მერაბ დვალიშვილი, რომელიც ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ხურციძის ადვოკატი საქართველოში ჩამოსვლას გადამღებ ჯგუფთან ერთად აპირებს, რათა შესაბამისი მასალები შეაგროვოს და 21 სექტემბერს ჩანიშნულ სასამართლო განხილვაზე წარადგინოს.

„ადვოკატმა თქვა, რომ დაახლოებით 5 წელი შეიძლება იყოს სასჯელის ვადა და ის გავრცელებული ხმები, რომ თითქოს 40 წელი, ეს ტყუილია,“ - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

შვილის უდანაშაულობაზე საუბრობს ხურციძის დედა.

„საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვ დაეხმაროს ჩემ შვილს და უდანაშაულობა დაამტკიცოს. მეორე, ჩემმა შვილმა დამირეკა ღამის სამი საათი იყო წუხელ, რომ მე უდანაშაულო ვარ, არაფერი გამიფუჭებია და მე როგორც სუფთად შევედი, ისე სუფთად გამოვალ აქედან. მე არაფერი გამიფუჭებიაო,“ - განაცხადა ავთანდილ ხურციძის დედამ მაყვალა ხურციძემ.

დღის ამბები