21 ივლისი 2018,   21:26
ვრცლად
დროებითი მთავრობა დამტკიცებულია - ოპოზიცია ფასადურ ცვლილებებზე საუბრობს

დროებითი მთავრობის დამტკიცების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიცია განცხადებებს აკეთებს. ხელისუფლების ოპონენტები ცვლილებების ფასადურობაზე საუბრობენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ რომელიმე ახალი მინისტრი შესაძლოა, „ქართუ ჯგუფის“ თანამშრომელი იყოს.

„მთელი ამ გადაადგილების შემდეგ ჩვენ დავინახეთ, რომ შეიცვლება მხოლოდ ორი მინისტრი, ეკონომიკისა და ფინანსთა ახალი მინისტრები გვეყოლება. ეძებენ, ალბათ, „ქართუში“, რადგან ის არის „ოცნების“ კადრების სამჭედლო. ვხედავთ, რომ იყო პირადი ბანკირი, ექიმი, დაცვა და „ქართუ“ არ არის ამოუწურავი რეზერვი და არ გაგვიკვირდეს, თუ რომელიმე პირად მზარეულს ვიხილავთ მინისტრად,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ ხელისუფლებას ქვეყანაში არსებული რეალური კრიზისი არ აქვს გაცნობიერებული, რადგან ძალოვანი მინისტრები არ შეცვლილა.

„ეს არ იქნება კაბინეტი, რომელიც იქნება დაკომპლექტებულია ქვეყანაში კრიზისის მიხედვით. მთავარი კრიზისი რაში გვაქვს - ეს არის მართლმსაჯულების სისტემის კრახი, მაშინ, როდესაც არ მოიყვანა ამ ფორმალურ განხილვაზეც კი კვირიკაშვილის გუნდის რამდენიმე წევრი, წულუკიანი არის წარმოდგენილი, თუნდაც ამ სამკვირიან გუნდში, რაც ნიშნავს, რომ გააზრება, რომ მთავრობას თუ ვცვლით იმისთვის მაინც უნდ შევცვალოთ, რომ რაღაცა მართლმსაჯულების სისტემაში გადატყდეს და გაუმჯობესდეს, აბსოლუტურად არ ეტყობოდა არც თავად მამუკა ბახტაძეს, არც წარმოდგენილ გუნდს. შესაბამისად, თუ არ არის გააზრება მთავარი პრობლემის, რაც არის ქვეყანაში, ეს არის ადამიანის უფლებების გათელვა სარალიძის ოჯახის მაგალითზე, მართლმსაჯულების სისტემის სისტემური ჩამონგრევა, ამ გუნდისგან არანაირ სერიოზულ ცვლილებებს არ ველოდებით,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები