22 სექტემბერი 2018,   11:05
ვრცლად
არ გვჭირდება 11 სამინისტროზე მეტი - მამუკა ბახტაძის პირველი კომენტარი დროებითი მთავრობის დამტკიცების შემდეგ

პარლამენტის მიერ ნდობის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა. მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ მთავრობა, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა მიიღო, მხოლოდ დროებითია.

მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში ახალი სახეები იქნებიან. მამუკა ბახტაძის თქმით, კონსულტაციები პროფესიულ წრეებთან მიმდინარეობს.  

„ჩემი პოზიცია არის ის, რომ იმ გამოწვევებს, რაც ეკონომიკაში გვაქვს და ზოგადად ეკონომიკის ზომიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვჭირდება 11 სამინისტროზე მეტი. მიმდინარეობს კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ახალ კაბინეტში ახალი სახეები აუცილებლად გვეყოლება. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და გვაქვს მიღებული თანხმობები ძალიან საინტერესო კანდიდატებისგან, საუბარია პროფესიული წრეებიდან წამოსულ ადამიანებზე, რომელთაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, კვალიფიკაცია,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დროებითი მთავრობის დამტკიცების შემდეგ მედიასთან კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე პასუხისმგებელი მამუკა ბახტაძეა და ის გადაწყვეტს, ვინ იქნება მთავრობაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები