14 ნოემბერი 2018,   10:21
ვრცლად
ჭარბვალიანობის პრობლემა დაიწყო 2007 წლიდან - მამუკა ბახტაძის პასუხი რომან გოცირიძეს

საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დეპუტატების კითხვებს რამდენიმე საათი ისმენდა და პასუხობდა.

კანონმდებლებს კითხვები ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას, სამართლებრივ საკითხებსა და უშუალოდ მამუკა ბახტაძის წარსულ საქმიანობას ეხებოდა.

"განაცხადეთ, რომ 650 ათასი ადამიანი არის მევალეთა რეესტრის უნდა დაგისვათ კითხვა, რამდენი ათასი ადამიანი იყო ამ სიაში სანამ არ გაუფასურდებოდა ვალი, ჭარბვალიანობა ვის დროს წარმოიქმნა და რა პასუხისმგებლობა აკისრია თქვენს წინამორბედ სამ პრემიერ მინისტრს, რა როლი მიუძღვის თქვენს მიერ გატარებულ პოლიტიკას ამ ექვსი წლის განმავლობაში.

რომ არ გაუფასურებულიყო ლარი 50-60 % იქნებოდა თუ არა ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემა" - მიმართა გოცირიძემ ბახტაძეს.

პრემიერობის კანდიდატმა კი ოპოზიციონერ დეპუტატს უპასუხა, რომ ყველაფერი 2007 წელს განხორციელებული ცვლილებებით დაიწყო.

„ეს ყველაფერი დაიწყო 2007 წელს შეტანილი ცვლილებიდან, რომლის მიხედვითაც თქვენ მოხსენით ეფექტურ განაკვეთზე ზედა ზღვარი, ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ ე.წ, სესხები 200, 300, 400 და 500%. ეს იყო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება“-უპასუხა ბახტაძემ.

დღის ამბები