14 ნოემბერი 2018,   11:27
ვრცლად
"ქართული ოცნება" ისევე გაქრება, როგორც გაქრა "მოქალაქეთა კავშირი", როგორც კომუნისტური პარტია - დავით ზურაბიშვილი

რესპუბლიკური პარტიის წევრმა, დავით ზურაბიშვილმა, პრემიერობის კანდიდატზე და მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე არჩევანის ეთერში ისაუბრა.

დავით ზურაბიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ძალოვანი სტრუქტურების დახმარებით მართავს ქვეყანას.

„პრემიერმინისტრი, ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა ბატონი კვირიკაშვილი, რეალურად მათ მართლა ასე ევალებათ და თვითონ ისინიც ღებულობენ ამ თამაშის წესს, რომ არ არის მათ დაქვემდებარებაში ძალოვანი სტრუქტურები, უშიშროება რას გააკეთებს, არ ეკითხებათ, იქ შსს რას გააკეთებს, მათ არ ეკითხებათ. მათი საქმე არის ეკონომიკა განავითარონ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის განცადებით, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანა მართოს, როგორც კორპორაცია, რომლის მეპატრონეც თვითონაა.

„მან აირჩია, რომ ემართა ქვეყანა, როგორც კორპორაცია, სადაც თვითონ არის მეპატრონე, ოღონდ ამ შემთხვევაში ქვეყანასთან გვაქვს საქმე და ქვეყნის მეპატრონე ვერ იქნება ერთი ადამიანი, როგორც არ უნდა მოინდომოს. როგორც მეპატრონე და მფლობელი კორპორაციის და დაქირავებული მენეჯერი, არის ერთი მენეჯერი, ვთქვათ, კვირიკაშვილი, რომელსაც აბარია ეკონომიკა და ის არ უნდა შეეხოს ძალოვან სტრუქტურებს, ეს წინაპირობაა, იგივე ექნება ბატონ ბახტაძეს,“ - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ასეთი მმართველობის პირობებში ეკონომიკა არ განვითარდება.

"ქართული ოცნება ისევე გაქრება, როგორც გაქრა მოქალაქეთა კავშირი, როგორც გაქრა აღორძინება, როგორც გაქრა პრაქტიკულად, კომუნისტური პარტია. ეს პარტია არ არის, ეს არის ძალაუფლების ვერტიკალი," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები