21 ივლისი 2018,   21:06
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა - მამუკა ბახტაძის თქმით, სისტემური ხარვეზი გამოიკვეთა

საპარლამენტო განხილვები დასრულებულია. დეპუტატები მინისტრების მოვალეობის შემსრულებლებს შეკითხვებს უსმენდნენ. ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე დასმული კითხვის დროს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ, განაცხადა, რომ სისტემური ხარვეზი გამოიკვეთა. 

51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძეს შეკითხვებით ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ, მიმართა.

„ჩვენ როდესაც გვაქვს სიტუაცია, რომ დგება სტატუსკვო, ამ შემთხვევაში საზოგადოება არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ეს არის ის შედეგი, რომელიც იქნებოდა მართებული, ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ სისტემის ერთმა ნაწილმა ბოლომდე ვერ გააკეთა ის, რასაც საზოგადოება მისგან ელოდა,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

მისი თქმით, მთავარი პროკურორი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს, მას ნდობის მაღალი ხარისხი უნდა ჰქონდეს და ასევე უნდა ჰქონდეს ხედვა, რომელიც რეფორმების მაღალ სტანდარტს დააკმაყოფილებს.

ამ წუთებში ბიუროს სხდომა იწყება, სადაც ხვალინდელი საგანგებო სხდომის დღის წესრიგი უნდა განსაზღვრონ. პარლამენტი დროებით მთავრობას ხვალ დაამტკიცებს.

 

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები