22 სექტემბერი 2018,   10:46
ვრცლად
ხელოვნების დაკნინების მცდელობა - კულტურისა და განათლების სამინისტროების შესაძლო შერწყმას ექსპერტები აფასებენ 

გარდამავალ მთავრობაში მნიშვნელოვან ცვლილებას განიხილავენ. ახალი პრემიერის მთავარი გეგმა უწყებების შერწყმაა. მთავრობა კულტურისა და განათლების სამინისტროების შერწყმის შესაძლებლობას განიხილავს.

სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს.

ბახტაძის ინიციატივაში, რომლითაც ის 120 მილიონის ეკონომიას აპირებს, არტისტებმა და ექსპერტებმა უკვე დაინახეს ხელოვნების დაკნინების მცდელობა.

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორისა და ილიაუნის პროფესორი მიიჩნევს, რომ უწყებათა შერწყმა ყველაზე დიდ საფრთხეს განათლების სფეროს უქმნის.

ლაშა ბაქრაძე ხედავს, რომ არ არსებობს ხედვა, როგორ გამოსწორდეს კატასტროფული უწიგნურობა სკოლის ეტაპზე.

პრემიერობის კანდიდატი სამინისტროების შერწყმას ეკონომიის გაკეთებით ხსნის.

კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა რურუა, შერწყმის შესაძლებლობას ხედავს მხოლოდ სპორტის მიმართულებისთვის.

დღის ამბები