22 აგვისტო 2018,   01:24
ვრცლად
"ქართული ოცნება" კვირიკაშვილის შემცვლელზე ხვალ იმსჯელებს

მმართველი გუნდი ხვალ საგანგებო შეხვედრას გამართავს, სადაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელის შესახებ იმსჯელებენ. ამის შესახებ განცხადება, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა გააკეთა. 

მან არ დააკონკრეტა იმ კანდიდატთა ვინაობა თუ ვინ განიხილება პრემიერის პოსტზე.

კახა კალაძე თვლის, რომ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ სამთავრობო გუნდი მუშაობის გაგრძელებას უფრო ეფექტურად შეძლებს. კახა კალაძის განმარტებით ყოფილ პრემიერს ჰქონდა ბევრი დადებითი თუმცა ახლა მთავრობას განახლება სჭირდება.

„გუნდში იყო მსჯელობა ზოგადად არსებულ მდგომარეობაზე, არსებულ სიტუაციაზე. გუშინ იყო შეხვედრაზე, სადაც მონაწილეობდა უმრავლესობა, იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები. იყო ასევე პარტიის თავმჯდომარე, ესწრებოდა ამ შეხვედრას. მანაც  თავის მოსაზრებები  დააფიქსირა და მიუთითა იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემაა დღეს ქვეყანაში. ეს არის გადაწყვეტილებები ეფექტურობა, კოორდინაცია განსაკუთრებით საპარლამენტო გუნდთან. 

"რაც შეეხება გიორგი მოღვაწეობას, რა თქმა უნდა ბევრი დადებითი იყო, იყო წარმატებები. თუმცა არის სერიოზული გამოწვევები. ზოგადად გუნდის განახლებას რაც შეეხება, პრემიერის გადაწყვეტილებას, ახალი სისხლი მგონია, რომ კიდევ უფრო მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ. და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს რომელიც დღეს აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის,“-განაცხადა კახა კალაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები