16 ოქტომბერი 2018,   12:58
ვრცლად
"მოვკვდი სიცილით, თან ვტიროდი" - გია ბუღაძე მმართველი გუნდის შემდეგ არჩილ თალაკვაძის განცხადებას აფასებს

მხატვარი გია ბუღაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს აფასებს, სადაც მოქალაქე რომელმაც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ბოდიშს იხდის და სახეზე სავარაუდოდ შარდს ისვამს.

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, მოქალაქე, რომელმაც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა.

„არაფერი არ მიკვირს, რომ ვუყურებ ამ შემთხვევაში, რომ სახეზე შარდს უსვამენ იმიტომ, რომ რეალურად უღირსობა და გაუტანლობა ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ნიშნად იქცა,“ - განაცხადა გია ბუღაძემ.

გია ბუღაძე მმართველი გუდნის წევრების დღევანდელ შეხვედრას ეხმაურება, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე იმსჯელეს. თუმცა, ამ ფაქტს თავად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უარყოფენ.

გია ბუღაძე არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობის და მთავრობის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ მათ სამთავრობო ცვლილებებზე არ უმსჯელიათ.

თალაკვაძის თქმით, შეხვედრაზე UNICEF-ის დასკვნაზე იმსჯელეს და ელოდებიან მთავრობისგან კონკრეტული გეგმის წარდგენას. ეს ფრაზა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან მიცემული კომენტარის დროს საკმაოდ ბევრჯერ გაიმეორა.

„მოვკვდი სიცილით, თან ვტიროდი, 11-ჯერ რომ გაიმეორა იმ ახალგაზრდა კაცმა (არჩილ თალაკვაძემ), რომელიც ახალხან გამოვიდა ბავშვობიდან, სხვათა შორის, და რას დაემსგავსა, ნუთუ არ იყო ეს თავის დროზე კარგი ბავშვი?.. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, მართლა ვოცნებობ, რომ ეს პარტიები, ოპოზიციური ძალები გაერთიანდნენ და რაღაც გააკეთონ ერთად იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვხედავთ, დაქსასულობა და გაუტანლობა, მხოლოდ და მხოლოდ, დაღუპავს საქართველოს,“ - განაცხადა ბუღაძემ.

დღის ამბები