22 ივნისი 2018,   05:57
ვრცლად
ძლიერი წვიმა გორის რაიონში - უხვი ნალექის შედეგად 12 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გორის რაიონში რამდენიმე სოფელიც დააზარალა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა მეჯვირსხევში, სადაც 12 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.

წყლის დიდი ნაკადი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა, რის გამოც დატბორილია ეზოები, საკარმიდამო ნაკვეთები და სახლის სარდაფები.

წყალმა სახლის პირველ სართულებზეც შეაღწია. ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული და ხდებოდა წყლის ამოტუმბვა. სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.

ამავე თემაზე
დღის ამბები