21 ივნისი 2018,   23:50
ვრცლად
საქართველოს რკინიგზამ აუდიტის სამსახურთან ხუთთვიანი სასამართლო დავა ორ ინსტანციაში წააგო

საქართველოს რკინიგზამ აუდიტის სამსახურთან ხუთთვიანი სასამართლო დავა ორ ინსტანციაში წააგო. ახლა სააქციო საზოგადოება იძულებულია, აუდიტის სამსახურს შემოწმებისთვის საჭირო დოკუმენტაცია მიაწოდოს.

აუდიტის სამსახურში დავას ადასტურებენ. რკინიგზის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მათ სახელმწიფო აუდიტი არ უნდა ამოწმებდეს.

„ჰაბ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი, ვასო ურუშაძე თვლის, რომ რკინიგზას დასამალი საკმაოდ ბევრი აქვს. ბაზარზე მონოპოლიის შექმნისა და კონკურენციის კანონის დარღვევის გარდა, ურუშაძე საქართველოს რკინიგზას და მის ყოფილ ხელმძღვანელს, ფინანსთა მინისტრს, მამუკა ბახტაძეს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს.

საპარლამენტო ოპოზიციაში არ უკვირთ, რომ საქართველოს რკინიგზა აუდიტის სამსახურს შემოწმების წინააღმდეგია. დეპუტატები ორგანიზაციას სხვადასხვა დარღვევაში წლებია, ადანაშაულებენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აუდიტის სამსახურს რკინიგზის შესამოწმებლად სასამართლოს ჩარევა დასჭირდა, საპარლამენტო უმრავლესობაში არ ჰქონდათ.

საქართველოს რკინიგზა რამდენიმე შვილობილი კომპანიას ფლობს, ის 100%-ით წარმოდგენილია 2011 წელს დაფუძნებულ „საპარტნიორო ფონდში.“

ოფიციალური მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ ტვირთბრუნვა 47 პროცენტით არის შემცირებული და 2017 წელს 10,7 მილიონი ტონა შეადგინა.

დღის ამბები