22 ივნისი 2018,   05:55
ვრცლად
საქართველოს მთავრობა ევროკომისიის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან ყოველწლიურ შეხვედრებს გამართავს - პრემიერი

„ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ ევროკაშირთან ინტეგრაციის პროცესში,“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან კლოდ იუნკერთან, ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ ევროკაშირთან ინტეგრაციის პროცესში, დღეს საქართველოს გააჩნია ასოცირების ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე რეფორმების დღის წესრიგი. ასევე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და საქართველოს მოქალაქეები ვიზის გარეშე გადაადგილდებიან შენგენის სივრცეში,“ - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ევროკავშირის როლზე ისაუბრა მშვიდობის შენარჩუნების პროცესში.

„ევროკავშირი გახლავთ ჟენევის ფორმატის უმთავრესი მონაწილე მხარე და საქართველო ძალიან მადლიერია ევროკავშირის თანმიმდევრული პოზიციისა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის და აღიარების მიმართულებით,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ამიერიდან ყოველწლიურად ევროკომისიის პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერთან ერთად, ევროპის და საქართველოს მთავრობების წევრები შეიკრიბებიან და განიხილავენ საქართველოს ინტეგრაციის მიღწევებს და დასახავენ მომავლის გეგმებს.

პრემიერმა გაზრდილი დაფინანსებისთვის ევროკომიიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები