22 აგვისტო 2018,   01:26
ვრცლად
დამოუკიდებლობის აქტის აქამდე უცნობი ასლი - პირველად და მხოლოდ ერთი დღით საბუთი 26 მაისს გამოიფინება

დამოუკიდებლობის აქტის აქამდე უცნობი ასლის შექმნის თარიღი და ადგილი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გაირკვევა, დოკუმენტის შექმნის თარიღი და ადგილი, თუმცა მანამდე აქამდე უცნობ საბუთს საექსპოზიციოდ ამზადებენ.

პირველად და მხოლოდ ერთი დღით ეს დოკუმენტი 26 მაისს სწორედ იქ გამოიფინება, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

ექსპერტთა ნაწილის აზრით,  სავარაუდოდ, 1919 წელს საქართველოში შექმნილი დოკუმენტი დამოუკიდებლობის აქტის მესამე ეგზემპლარია, რომლის არსებობაც აქამდე ძალიან ცოტამ თუ იცოდა. დღეს ის უკვე ხელოვნების სასახლის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდში ინახება.

6 თვეა, მუზეუმი ექსპოზიციაზე მუშაობს. ხელოვნების სასახლეში სურთ, რომ დამოუკიდებლობის აქტის, სავარაუდოდ, თანადროული ასლი შესაბამისად გამოიფინოს. დოკუმენტის სარესტავრაციო სამუშაოების პარალელურად, ექსპოზიციისთვის კიდევ ერთი განსაკუთრებული რელიქვია - დამოუკიდებლობის აქტის ყდა მზადდება.

დღის ამბები