21 ივნისი 2018,   23:50
ვრცლად
საპატრიარქოს ბოიკოტი „რუსთავი 2-ს“ - მედია ექსპერტები განცხადებაში ცენზურის საფრთხეს ხედავენ

საპატრიარქოს ბოიკოტი „რუსთავი 2"-ს - მედიაექსპერტები განცხადებაში ცენზურის საფრთხეს ხედავენ. ფრაზა, რომელშიც მედიაექსპერტების ნაწილი ყველაზე მეტ საფრთხეს ხედავს, საპატრიარქოს განცხადების ის ნაწილია, სადაც ხელისუფლებას მიმართავს.

საპატრიარქოს მხრიდან ცენზურის დაკანონების მცდელობაზე მითითებს ჟურნალისტების ნაწილიც. ისინი ამბობენ, რომ განცხადება, რომელიც საპატრიარქომ „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გაავრცელა, შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ კონკრეტული მედიასაშუალებისთვის, არამედ სრულიად მედიისთვის.

მედიაექსპერტები და ჟურნალისტები ამბობენ, რომ ცენზურის გარდა, საპატრიარქო პირდაპირ მიუთითებს კონკრეტული ჟურნალისტისა და მედია საშუალების მიმართ შურისძიებაზე.

მედიაექსპერტების განმარტებით, ავტორიტეტული ინსტიტუტის მიერ წახალისებული ძალადობრივი ქმედებები კი საფრთხეს მთლიანად ქვეყნის სტაბილურობას უქმნის.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ საპატრიარქოს იმ მექანიზმებს ახსენებს, რომლის გამოყენებაც მიუღებელი მედიაპროდუქტის მშვიდობიანი მეთოდებით გასაპროტესტებლადაა შესაძლებელი.

მწვავე განცხადება საპატრიარქომ გუშინ დღის ბოლოს გაავრცელა. მიზეზი „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და გადაცემა „არჩევანი“ გახდა, სადაც განხილვის მთავარი თემა ცენზურა იყო.

საპატრიარქოს მიმართვას წინ უძღოდა მეუფე იობის გამოსვლა, რომელმაც გადაცემის წამყვანი ამბიონიდან დაწყევლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები